საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

23.03.2021

მანდატურები მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს მართავენ

მანდატურები მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს მართავენ

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები საჯარო სკოლების უმცროსკლასელებთან სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს აქტიურად აგრძელებენ.

ამჯერად, შეხვედრა თბილისის N51 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებთან გაიმართა. მანდატურები ბავშვებს საგზაო უსაფრთხოების წესებზე ესაუბრნენ.

შეხვედრა ინტერაქციული იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მანდატურებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. 

მსგავსი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები უმცროსკლასელებთან საქართველოს ყველა იმ საჯარო სკოლაში იმართება, სადაც მანდატურის სამსახურია წარმოდგენილი. მანდატურები ბავშვებს სასკოლო უსაფრთხოებაზე, ბულინგსა და კიბერბულინგთან დაკავშირებულ საკითხებზე და საგზაო უსაფრთხოებაზე ესაუბრებიან. ამასთან, პირველკლასელებს მანდატურები თავიანთი საქმიანობის სპეციფიკასაც აცნობენ და პირადად ეცნობიან.

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge