ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი სკოლებში სოციალური მუშაობის კომპონენტს აძლიერებს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი საჯარო სკოლებში სოციალური მუშაობის კომპონენტს აძლიერებს. ამ მიზნით, ცენტრს, პირველ ეტაპზე, კონკურსის წესით შერჩეული 28 კვალიფიციური სოციალური მუშაკი დაემატა. ისინი ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარა-გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ოფისებში გადანაწილდებიან.
ახლადდანიშნულ სოციალურ მუშაკებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი შეხვდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უაღრესად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სივრცეში სოციალური მუშაკების როლის გაზრდა, რაც გულისხმობს მოსწავლეთა, მათი მშობლებისა და პედაგოგების მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროცესში, ასევე, მოსწავლეთა ეფექტიანი სოციალური ფუნქციონირებისათვის ხელშემშლელი ფაქტორების შემცირებასა და აღმოფხვრას.
მიმდინარე წელს, მანდატურის სამსახური, კონკურსის გზით, კიდევ 22 კვალიფიციურ სოციალურ მუშაკს შეარჩევს. შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში გაიმართება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
-
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი