ახალი ამბები
მანდატურის სამსახურმა კერძო სკოლის მოსწავლეებს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარა
სამოქალაქო განათლების კლუბის პროექტის „მედიაწიგნიერების და ასერტულობის უნარის განვითარება სიძულვილის ენის ამოცნობისა და პრევენციისთვის“ ფარგლებში, კერძო სკოლა „ოპიზას“ მოწვევით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ტრენერმა უფროსკლასელებს ადამიანის უფლებების თემაზე ონლაინ ტრენინგი ჩაუტარა.
შეხვედრის მთავარი საკითხები იყო სიძულვილის ენის არსი, მისი კავშირი დისკრიმინაციასა და ბულინგთან, სიძულვილის ენა ონლაინ სივრცეში და მასთან გამკლავების გზები.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აქტიურად მონაწილეობს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში. ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და მანდატურები ტრენერებად მომზადდნენ.
მანდატურის სამსახურის ტრენერები საჯარო და კერძო სკოლებში ადამიანის უფლებების თემაზე შეხვედრებს სისტემატურად ატარებენ.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი