ახალი ამბები
მანდატურთა შესარჩევი კონკურსი

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
აცხადებს მანდატურების შესარჩევ კონკურსს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:
ა) თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი:
ა.ა) ქ. თბილისი - 23 ვაკანსია;
ა.ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიჩბისი - 1 ვაკანსია;
ა.გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წეროვანი - 1 ვაკანსია;
ბ) აჭარისა და გურიის ცენტრი:
ბ.ა) ქ. ბათუმი - 5 ვაკანსია;
ბ.ბ) ქ. ლანჩხუთი - 1 ვაკანსია;
ბ.გ.) ქ. ოზურგეთი - 2 ვაკანსია;
ბ.დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლიხაური - 1 ვაკანსია;
ბ.ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნარუჯი - 1 ვაკანსია;
ბ.ვ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითური - 1 ვაკანსია;
გ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:
გ.ა) ქ. ზუგდიდი - 3 ვაკანსია;
გ.ბ) ქ. ჩხოროწყუ - 1 ვაკანსია;
გ.გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი განმუხური - 1 ვაკანსია;
გ.დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი კოკი - 1 ვაკანსია;
გ.ე) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაკლია - 1 ვაკანსია;
გ.ვ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი რიყე - 1 ვაკანსია;
გ.ზ) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ქვალონი - 1 ვაკანსია;
გ.თ) მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი სალხინო - 1 ვაკანსია;
დ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი:
დ.ა) ქ. ქუთაისი - 2 ვაკანსია;
დ.ბ) ქ. წყალტუბო - 1 ვაკანსია;
დ.გ) ქ. ჭიათურა - 1 ვაკანსია;
დ.დ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი კორბოული - 1 ვაკანსია;
დ.ე) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი სარეკი - 1 ვაკანსია;
დ.ვ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ზედა საზანო - 1 ვაკანსია;
დ.ზ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი დილიკაური - 1 ვაკანსია;
ე) შიდა ქართლის ცენტრი:
ე.ა) გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქიწნისი- 1 ვაკანსია;
ე.ბ) ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარა - 1 ვაკანსია;
ვ) ქვემო ქართლის ცენტრი:
ვ.ა) ქ. რუსთავი - 4 ვაკანსია;
ვ.ბ) ქ. ბოლნისი - 1 ვაკანსია;
ვ.გ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ბოლნისი - 1 ვაკანსია;
ვ.დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი რატევანი - 1 ვაკანსია;
ვ.ე) გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარათაკლია - 1 ვაკანსია;
ვ.ვ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კრწანისი - 1 ვაკანსია;
ვ.ზ) ქ. თეთრიწყარო - 2 ვაკანსია;
ვ.თ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კაჩაგანი - 1 ვაკანსია;
ვ.ი) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი აზიზქენდი - 1 ვაკანსია;
ვ.კ) ქ. წალკა - 2 ვაკანსია;
ზ) კახეთის ცენტრი:
ზ.ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი დუისი - 1 ვაკანსია;
ზ.ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქისტაური - 1 ვაკანსია;
ზ.გ) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანი - 1 ვაკანსია;
ზ.დ) თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი კონდოლი - 1 ვაკანსია;
ზ.ე) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი დუზაგრამი - 1 ვაკანსია;
თ) სამცხე-ჯავახეთის ცენტრი:
თ.ა) ქ. ბაკურიანი - 1 ვაკანსია.
თ.ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ტაძრისი - 1 ვაკანსია.
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:
მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:
ü საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
ü ნასამართლობის არმქონე;
ü სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
ü სახელმწიფო ენის მცოდნე;
ü სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
შრომის ანაზღაურება: 1000 ლარი (დარიცხული).
საკონკურსო თემატიკა:
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანება.
იხ.ელექტრონული ბბული:
ელექტრონულ ფოსტაზე (hr@mandaturi.gov.ge) გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:
ü სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
ü პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ü განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი:
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის დასრულების შემთხვევაში, კოლეჯის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დიპლომის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);
ü კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი (დიპლომი/ატესტატი), სავალდებულოა ის იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან.
ü სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).
მანდატურობის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:
ü კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ü მანდატურობის კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
ü მანდატურობის კანდიდატების შეფასება (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება);
ü მანდატურობის კანდიდატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა;
ü იმ მანდატურობის კანდიდატების დანიშვნა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი კურსები.
საბუთების წარდგენა:
ü კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@mandaturi.gov.ge
ü კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში;
ü მოსამზადებელი კურსების ხანგრძლივობაა თვე-ნახევარი;
ü მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების შეწყვეტის ან/და მოსამზადებელი კურსების დაუძლევლობის შემთხვევაში, ასევე მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდგომ, თუ პირი უარს განაცხადებს მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებულია მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროს მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. კანდიდატი ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მანდატურობის კანდიდატმა ვერ დაძლია ფიზიკური მომზადების კომპონენტი.
ü დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, გასაუბრების ფორმისა და დროის, კონკურსის შედეგების თაობაზე მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
ü კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 27 სექტემბრიდან - 2023 წლის 06 ოქტომბრის ჩათვლით;
ü კონკურსის მონაწილე პირმა განაცხადი უნდა შემოიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ ადგილზე და ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში (subject) მიუთითოს სახელი, გვარი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის (ქალაქი/დაბა/სოფელი) დასახელება;
განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით.
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2
შენიშვნა: მანდატურობის კანდიდატებმა, რომლებიც შეირჩევიან მოსამზადებელი კურსების გასავლელად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ü ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ü ცნობა პირის მსჯავრდების შესახებ;
ü ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ;
ü ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;
ü ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100).
მანდატურობის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან მოსამზადებელ კურსებს დანიშვნამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ü რეზიუმე (CV);
ü 2 ფოტოსურათი ¾-ზე, ასევე დისკზე ჩაწერილი;
ü პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ü განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ü ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი