ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსი, უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის მიზნით, თბილისის საჯარო სკოლებს ეწვია
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე ძველი თბილისის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვია და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს გაეცნო.
მანდატურის სამსახურის უფროსმა მანდატურების საქმიანობა ადგილზე შეაფასა და მათ სკოლების ადმინისტრაციების მხარდაჭერისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც მანდატურის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთვის, აუცილებელია სასკოლო ცხოვრებაში ჩართულმა ყველა რგოლმა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და ზედმიწევნით დაიცვას ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები.
მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემატურად მიმდინარეობს.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი