ახალი ამბები
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა ბავშვთა დღე სკოლებში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, სკოლებში საგანმანათლებლო-შემეცნებითი სახის ღონისძიებები გაიმართა:
„მხიარული სტარტები“, ექსპერიმენტები ქიმიასა და ბიოლოგიაში, „სურვილების ხე“, დისკუსია თემაზე - „მე, სკოლა, უფლებები და მოვალეობები“, ნახატების გამოფენა, ფლეშმობი, სიმღერა, მოტორული აქტივობები და სხვა...
ღია სივრცეში, კოვიდრეგულაციების დაცვით გამართულ აქტივობებში, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, მანდატურები, პედაგოგები და მშობლები მონაწილეობდნენ.
ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისისა და რეგიონების იმ სკოლებში ჩატარდა, სადაც მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი სოციალური უნარ-ჩვევების გაძლიერების და ბულინგის პრევენციის გრძელვადიან საპილოტე პროექტს ახორციელებს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი