ახალი ამბები
მანდატურის სამსახურმა და საჯარო სკოლების დირექტორებმა საპილოტე პროექტის მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები შეაჯამეს
თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების დირექტორებმა მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საპილოტე პროექტის მიმდინარეობისა და მიღწეული შედეგების შესახებ შუალედური ანგარიში წარადგინეს.
ონლაინ შეხვედრას მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი თეონა ჩიტიაშვილი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების გრძელვადიანი პროექტი, რომელსაც მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორისა და ზუგდიდის 11 საპილოტე სკოლაში 2019 წლიდან ახორციელებს, ძალადობისა და ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის გრძელვადიან, თანმიმდევრულ პროგრამას ეფუძნება.
პროექტის მიზანია: ძალადობისგან თავისუფალი სასკოლო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა; კრიზისული სიტუაციების, სარისკო ქცევების პრევენცია და მათზე რეაგირება; სასწავლო ცხოვრებაში ჩართული ყველა რგოლის გაძლიერება ბავშვთა საჭიროებების ამოცნობისა და მათზე ჯეროვნად რეაგირების მიზნით; აღდგენითი პროცესების განვითარების ხელშეწყობა და ბავშვთა საჭიროებებზე მორგებული სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება.
შეხვედრის მონაწილეებმა სკოლებში სოციალური მუშაობის კომპონენტის გაძლიერებაზეც იმსჯელეს. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები უკვე შევიდნენ საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში. ისინი ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიერ, საუკეთესო დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით დანერგილი ახალი მიდგომებითა და მეთოდებით იმუშავებენ.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი