საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

16.06.2021

ფსიქოლოგთა შესარჩევი კონკურსი

ფსიქოლოგთა შესარჩევი კონკურსი

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

 

 

აცხადებს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) ფსიქოლოგების  შესარჩევ კონკურსს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:

თბილისისა და მცხეთა მთიანეთის ცენტრი

·         ქ. თბილისი - 2 ვაკანსია;

 

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ü  უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით;

ü  სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

ü  ენის სრულყოფილი ცოდნა;

ü  რუსული, სომხური ან აზერბაიჯანული ენების ცოდნა (სასურველი);

ü  საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook).

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

 

·         კომუნიკაბელურობა;

·         გამართულად მეტყველების უნარი;

·         ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;

·         სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;

·         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·         დროის ეფექტურად მართვის უნარი;

·         სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;

·         დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

·         გუნდურად მუშაობის უნარი.

 

შრომის ანაზღაურება: 1300 ლარი (დარიცხული)

 

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება

 

საკონკურსო თემატიკა:

ა)  საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);

გ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (X1 და X2 თავები);

დ)  „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილება;

ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანება.

 

ფუნქციები:

·         მომსახურების მიღების მიზნით მოსული სუბიექტებისათვის კეთილსინდისერი  და  სათანადო  მომსახურების  გაწევა  კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების პრინციპის დაცვით;

·         ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა (პრევენცია (პროფილაქტიკა), შეფასება, ფსიქოთერაპია, ფსიქოკონსულტაცია, რესოციალიზაცია) საგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეებისათვის;

·         მოსწავლისათვის ფსიქო-სოციალური მომსახურების გაწევის ფარგლებში  კონსულტაციის გაწევა მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, მანდატურების, უფლებამოსილი პირების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ან/და მასწავლებლებისათვის;

·         საგანმანათლებლო ტრენინგების ჩატარება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის, პედაგოგებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის;

·         საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების ჩატარება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან;

·         ტრენინგებისათვის, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებისათვის მოდულების მომზადება;

·         ვიზიტების განხორციელება საჯარო სკოლებში და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, პედაგოგების ინფორმირებას და კონსულტირება;

·         ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზის მუდმივ ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მიღებულ ინფორმაციაზე დროულ და ადეკვატურ რეაგირება;

·         კომპეტენციის ფარგლებიდან გამომდინარე,  კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

ელექტრონულა ფოსტაზე (hr@mandaturi.gov.ge)გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

ü  სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ü  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;

ü  სპეციალობით არანაკლებ 1 წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 

კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი (დიპლომი), სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის  განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.                   

სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).

 

 

ფსიქოლოგის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

 

ü  კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ü  კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;

ü  კანდიდატის შეფასება (გასაუბრებ).

 

საბუთების წარდგენა:

ü  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული  დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@mandaturi.gov.ge

ü  დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

ü  კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2021 წლის 16 ივნისიდან 25 ივნისის ჩათლით ჩათვლით;

ü  კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში (subject) მიუთითოს  სახელი და გვარი (ქართული შრიფტით) და შესაბამისი მუნიციპალიტეტის/ქალაქის დასახელება (სადაც გამოცხადებულია ვაკანსია);

 

განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2

 

კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატებმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ü  რეზიუმე;

ü  2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ü  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ü  ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

ü  ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);

ü  ცნობა ნასამართლობის შესახებ, რომელიც ასევე შეიცავს ინფორმაციას სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ (მოხსნილი/გაქარწყლებული ნასამართლობის მითითებით) და უფლებაჩამორთმევის შესახებ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)