საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

10.03.2025

მომსახურების მიმწოდებელ ფსიქოლოგთა შესარჩევი კონკურსი

მომსახურების მიმწოდებელ ფსიქოლოგთა შესარჩევი კონკურსი

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

 

 

აცხადებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) მომსახურების მიმწოდებელი ფსიქოლოგების  შესარჩევ კონკურსს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:

 

 

 

 

 

თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი:

. თბილისი - 7 ვაკანსია;

 

კახეთის ცენტრი: 

ქ. გურჯაანი - 1 ვაკანსია;

 

შიდა ქართლის ცენტრი:

ქ. ხაშური - 1 ვაკანსია;

 

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი:

ქ. ქუთაისი - 1 ვაკანსია;

ქ. ამბროლაური - 1 ვაკანსია;

 

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:

. ზუგდიდი - 1 ვაკანსია;

 

აჭარისა და გურიის ცენტრი

. ბათუმი - 2 ვაკანსია.

 

ქვემო ქართლის ცენტრი:

ქ. რუსთავი - 1 ვაკანსია.

 

 

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ü  უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან ერთად (ფსიქოლოგიის მიმართულებით) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით;

ü     სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

ü შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი); 

 ü სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

 ü უცხო ენის ცოდნა (სასურველი);

 ü საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook)

 

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

 

·         კომუნიკაბელურობა;

·         გამართულად მეტყველების უნარი;

·         ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;

·         სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;

·         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·         დროის ეფექტურად მართვის უნარი;

·         სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;

·         დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

·         გუნდურად მუშაობის უნარი.

 

შრომის ანაზღაურება: 2336 ლარი (დარიცხული)

 

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება

 

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე 

 

საკონკურსო თემატიკა:

ა)  საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);

გ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (X1 და X2 თავები);

დ)  „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილება;

ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანება.

 

ფუნქციები:

 

 

  • უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიზნით მოსული სუბიექტებისათვის კეთილსინდისიერი და სათანადო მომსახურების გაწევას ცენტრის სპეციალისტებისათვის დადგენილი სტანდარტებისა  და პერსონალური მონაცემების პრინციპის დაცვით;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევას (პრევენცია, რეაგირება (მიღება, შეფასება, ჩარევა, მონიტორინგი)) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების მქონე მოსწავლეებისათვის;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ტრენინგებისათვის, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებისა და თერაპიისთვის მოდულების მომზადებას;
  • საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ვიზიტების განხორციელებას საჯარო სკოლებში და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მასწავლებლების ინფორმირებასა და კონსულტირებას;
  • საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ვიზიტების განხორციელებას ოჯახში, თუ მოსწავლეს არ აქვს ცენტრში ვიზიტის შესაძლებლობა (ჯანმრთელობის მდგომარეობის  გამო და თუ ეს მომსახურების მიღების პრინციპს არ ეწინააღმდეგება), და მდგომარეობა გადაუდებელია და ითხოვს ფსიქოლოგის მომსახურებას). საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური სირთულეების მქონე მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასა და მასწავლებლებთან სამსახურის მიერ აღიარებული სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას;
  • მომსახურების მიმღების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, კოორდინირებულად მუშაობს მომსახურების მიმღების შემთხვევაში ჩართულ სახელმწიფო, თუ არასამთავრობო უწყებებთან;
  • უზრუნველყოფს ჯამური, ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებას;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს  ცენტრში მომსახურების მიმღები პირის შეფასებას. შეფასების საფუძველზე, ადგენს სამუშაო გეგმას მომსახურების მიმღები პირის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
  • უზრუნველყოფს მომსახურების მიმღები პირისთვის მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინტერვენციას;
  • უზრუნველყოფს მომსახურების მიმღები პირის კანონიერი წარმომადგენლების კონსულტირებას და ფსიქოგანათლებას, მომსახურების მიმღები პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის;
  • უზრუნველყოფს ინტერვენციული ჩარევის შემდგომ, მომსახურების მიმღები პირის განმეორებით შეფასებას: რისკების განსაზღვრის, ადაპტირების და ფუნქციონირების ხარისხის განსაზღვრის მიზნით;
  • განსაზღვრავს სამომავლო რეკომენდაციებს მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების, უფლებამოსილი პირების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექციის, მასწავლებლების, სკოლის ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლის, სკოლის სხვა წარმომადგენლებისთვის, მომსახურების მიმღების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
  • კომპეტენციის ფარგლებიდან გამომდინარე,  კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

ელექტრონულ ფოსტაზე (hr1@mandaturi.gov.ge) გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

ü  სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ü  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ები)ი;

ü  სპეციალობით არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 

კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის უმაღლესი განათლების დოკუმენტი, სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.   

 

კანდიდატს, რომელსაც აქვს მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სავალდებულოა წარმოადგინოს ნამდვილობის დადასტურების (გათანაბრების) დოკუმენტი ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.    

 

უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი (სერტიფიკატი/სერტიფიცირებული/მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა და ა.შ.) უნდა იყოს  ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.                            

            

სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).

 

 

 

ფსიქოლოგის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

 

ü  კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ü  კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;

ü  კანდიდატის შეფასება (გასაუბრებ).

 

საბუთების წარდგენა:

ü  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული  დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr1@mandaturi.gov.ge

ü  დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

ü  კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2025 წლის 10 მარტიდან 2025 წლის 28 მარტის ჩათვლით;

ü  კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში (subject) მიუთითოს  სახელი და გვარი (ქართული შრიფტით) და შესაბამისი მუნიციპალიტეტის/ქალაქის დასახელება (სადაც გამოცხადებულია ვაკანსია);

 

განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2

 

კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატებმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ü  რეზიუმე;

ü  2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ü  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;

ü  ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

ü  ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);

ü  ცნობა ნასამართლობის შესახებ, რომელიც ასევე შეიცავს ინფორმაციას სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ (მოხსნილი/გაქარწყლებული ნასამართლობის მითითებით) და უფლების ჩამორთმევის შესახებ;

 

ü  27 წლამდე მამრობითი სქესის პირმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, ასლთან ერთად.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge