საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

25.06.2021

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს ადამიანის უფლებების თემაზე ტრენინგი უტარდებათ

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს ადამიანის უფლებების თემაზე ტრენინგი უტარდებათ

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორებისთვის ტრენინგების მორიგი ციკლი დაიწყო. ტრენინგს თავად სამსახურის თანამშრომლები უძღვებიან, რომლებიც, გასულ წელს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ტრენერებად მომზადდნენ. 

ტრენინგის დაწყების წინ, მანდატურის სამსახურის უფროსმა ევროპის საბჭოს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც გელა გელაძემ აღნიშნა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, უზრუნველყოს სკოლებში უსაფრთხო, ჰარმონიული, ტოლერანტული გარემო, სადაც გათვალისწინებულია მოსწავლეთა ემოციური საჭიროებები და თანაბრად დაცულია ყველას უფლებები.

ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული სამდღიანი ტრენინგის განმავლობაში, მანდატურის სამსახურის თანამშრომლები დეტალურად გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სიძულვილის ენა, დისკრიმინაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები; კიბერბულინგი და სიძულვილის ენა ონლაინ სივრცეში; სტერეოტიპები და ცრურწმენები; შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა უფლებები და სხვა.

მიმდინარე წელს, მანდატურის სამსახურის ტრენერებმა, ადამიანის უფლებების თემაზე, უკვე ჩაუტარეს ტრენინგი 140 მანდატურს. ტრენინგების ციკლი მომავალშიც გაგრძელდება.    



როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge