საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

29.06.2021

ადამიანის უფლებების თემაზე, მანდატურის სამსახურის კიდევ 19 თანამშრომელი ტრენერად მომზადდა

ადამიანის უფლებების თემაზე, მანდატურის სამსახურის კიდევ 19 თანამშრომელი ტრენერად მომზადდა

 

 

ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული ადამიანის უფლებათა სასწავლო პროგრამის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის კიდევ 19-მა თანამშრომელმა ტრენერთა ტრენინგი გაიარა.  

სასწავლო პროგრამა მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში 2019 წლის ბოლოს შეიქმნა. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, გასულ წელს ტრენერად უკვე მომზადდა 20 მანდატური, ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი.

ტრენინგი ევროპის საბჭოს მიერ გადამზადებულ ტრენერებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო ეფექტიანად წარმართონ ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესი კოლეგებთან, მოსწავლეებთან და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ ყველა რგოლთან, უზრუნველყონ საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების წარმატებით დაგეგმვა და განხორციელება.  

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge