საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

27.03.2011

მანდატურები საქველმოქმედო აქციებს განაგრძობენ

სკოლის მანდატურები და გლდანის 200-ე საჯარო სკოლის მზრუნველობა მოკლებული ბავშვები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ.ღონისძიების ფარგლებში მოზარდებმა ოკუპაციის მუზეუმში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტომასალა და ნივთები დაათვალიერეს.

მანდატურის სამსახური მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს. მათი სურვილია თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი ბავშვების სწორად აღზრდაში.

ისინი ზრუნავენ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და იქ დასაქმებულ სხვა პირების უსაფრთხოებაზე.

სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციებში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ სკოლის მანდატურის არსი.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის,ფოთის, ყვარელის, გორის და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ.

მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge