საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

30.06.2021

მანდატურებისთვის გადამზადების დისტანციური კურსი დაიწყო

მანდატურებისთვის გადამზადების დისტანციური კურსი დაიწყო

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, გადამზადების სპეციალურ დისტანციურ კურსს გაივლიან. ელექტრონული სატრენინგო პორტალით, 1 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, 430 მოქმედი მანდატური გადამზადდება.

მანდატურები ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, კონფლიქტების მართვას, პრევენცისა და რეაგირების მექანიზმებს, შშმ პირებთან კომუნიკაციის თავისებურებებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განახლებული სასწავლო მოდულების მიხედვით შეისწავლიან.

კურსის დასრულების შემდგომ, მანდატურები შსს აკადემიაში ტესტირებას გაივლიან.

გადამზადების დისტანციური კურსი, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და შსს აკადემიის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, მოქმედი მანდატურებისთვის 2019 წელს შეიქმნა. აღნიშნული სატრენინგო-სასწავლო პორტალის მეშვეობით, უკვე გადამზადდა 800-მდე მოქმედი მანდატური. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge