საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

16.07.2021

ამერიკული მხარის მოწვევით, მანდატურის სამსახურმა NASRO-ს კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ამერიკული მხარის მოწვევით, მანდატურის სამსახურმა NASRO-ს კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ამერიკული მხარის მოწვევით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ და სამსახურის სხვა წარმომადგენლებმა აშშ-ის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

NASRO-ს კონფერენციაზე სასკოლო გარემოში უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევები, კრიზისული სიტუაციების მართვა და პრევენციის მეთოდები განიხილეს, ასევე, მოსწავლეთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პანდემიის გავლენის თაობაზე იმსჯელეს. პარალელურად, სასკოლო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ოფიცრებისა და სკოლის ადმინისტრაციების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები გაიმართა.

უსაფრთხო სკოლის საერთაშორისო კონფერენცია ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში გაიმართა. მას აშშ-ის სკოლების უსაფრთხოების ოფიცრები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები და ფსიქოლოგები ესწრებოდნენ. მსოფლიოში კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ვითარებიდან გამომდინარე, ქართული მხარე კონფერენციის მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში შეუერთდა.

კონფერენციის გახსნის დღეს, აშშ-ის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის წევრებმა და დამსწრე სტუმრებმა ქართველი კოლეგების ჩართულობა მნიშვნელოვნად შეაფასეს. კონფერენციის სპიკერმა, NASRO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მო კენედიმ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ის სკოლის მანდატურებს შორის მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში, ამერიკულ დელეგაციასთან ერთად, თბილისს მორიგი სამუშაო ვიზიტით  ეწვევა.    

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აშშ-ის მანდატურთა ეროვნულ ასოციაციასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში, პარტნიორებს შორის, სასკოლო უსაფრთხოების თემაზე საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება ხდება.

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge