საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

31.07.2021

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების ვაქცინაციის პროცესი გრძელდება.

თბილისის საჯარო სკოლებში განაწილებული მანდატურებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაქცინაციის კაბინეტი მოეწყო, რომელიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებითაა აღჭურვილი. ვაქცინაციის პროცესისა და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობას კლინიკის სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს.   

მანდატურები Covid-19-ის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.

ვაქცინაციის პროცესს ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი დაესწრო. გელა გელაძის თქმით, მანდატურების ჩართულობა საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ.

„ვაქცინაცია და უსაფრთხოების წესების დაცვა არის დღეს საუკეთესო საშუალება პანდემიის შესაჩერებლად, - აღნიშნა მანდატურის სამსახურის უფროსმა, - ჩვენი სამსახური მანდატურებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, თბილისსა და რეგიონებში, სისტემატურად უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის ორგანიზებას, რათა ყველამ ერთად მაქსიმალურად შევიტანოთ ჩვენი წვლილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში“. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge