ახალი ამბები
სოციალური მუშაკის შესარჩევი კონკურსი
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
აცხადებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სოციალური მუშაკის შესარჩევ კონკურსს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:
თბილისისა და მცხეთა მთიანეთის ცენტრი:
ქ. თბილისი - 5 ვაკანსია;
კახეთის ცენტრი:
ქ. თელავი - 1 ვაკანსია;
ქ. ყვარელი - 1 ვაკანსია;
ქ. ლაგოდეხი - 1 ვაკანსია;
ქ. საგარეჯო - 1 ვაკანსია;
ქ. დედოფლისწყარო - 1 ვაკანსია;
შიდა ქართლის ცენტრი:
ქ. გორი - 1 ვაკანსია;
ქ. კასპი - 1 ვაკანსია;
ქვემო ქართლის ცენტრი:
ქ. რუსთავი - 1 ვაკანსია;
ქ. გარდაბანი - 1 ვაკანსია;
ქ. მარნეული - 1 ვაკანსია;
ქ. ბოლნისი - 1 ვაკანსია;
სამცხე-ჯავახეთის ცენტრი:
ქ. ნინოწმინდა -1 ვაკანსია;
ქ. ახალქალაქი - 1 ვაკანსია;
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:
ქ. ზუგდიდი - 1 ვაკანსია;
ქ. ფოთი - 1 ვაკანსია;
ქ. სენაკი - 1 ვაკანსია;
აჭარისა და გურიის ცენტრი:
ქ. ბათუმი - 1 ვაკანსია;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 1 ვაკანსია;
ქ. ქობულეთი - 1 ვაკანსია;
ქ. ჩოხატაური - 1 ვაკანსია;
ქ. ლანჩხუთი - 1 ვაკანსია.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი:
ქ. ქუთაისი - 1 ვაკანსია;
ქ. სამტრედია - 1 ვაკანსია;
ქ. ზესტაფონი - 1 ვაკანსია;
ქ. თერჯოლა - 1 ვაკანსია;
ქ. ბაღდათი -1 ვაკანსია;
ქ. ტყიბული - 1 ვაკანსია;
ქ. ჭიათურა - 1 ვაკანსია;
ქ. საჩხერე - 1 ვაკანსია;
ქ. ონი - 1 ვაკანსია;
ქ. ცაგერი - 1 ვაკანსია.
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ü უმაღლესი განათლება;
ü სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი;
ü სოციალური მუშაკის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს აგრეთვე: აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც მიღებული აქვს სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტი ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტი და ასევე, პირი, რომელსაც დასრულებული აქვს არანაკლებ 45 კრედიტისგან შემდგარი სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა და აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში ან არის იმავე სფეროში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
ü სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
ü საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
· კომუნიკაბელურობა;
· გამართულად მეტყველების უნარი;
· ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
· სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
· დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
· გუნდურად მუშაობის უნარი.
შრომის ანაზღაურება: 2000 ლარი (დარიცხული)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება
საკონკურსო თემატიკა:
· საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);
· საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);
· ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის X1 და X2 თავები;
· ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
· ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილება;
· ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანება;
· სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტებისა და სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 27 იანვრის N22/ნ ბრძანება.
ფუნქციები:
· სოციალური მომსახურების გაწევა საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის;
· საგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან სამსახურის მიერ შემუშავებული და დანერგილი სოციალური მომსახურების მიწოდება და სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება;
· საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის, პედაგოგებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის საგანმანათლებლო ტრენინგებისა და საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების ჩატარება;
· ვიზიტების განხორციელება სკოლებსა და ოჯახებში, ასევე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, პედაგოგების ინფორმირება და სოციალური კონსულტირება;
· კრიზისულ საკითხებზე მუშაობა;
· შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საკითხებზე მუშაობა.
ელექტრონულ ფოსტაზე (hr1@mandaturi.gov.ge) გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:
ü სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
ü პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ü უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი/დოკუმენტი;
ü ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ აქვს უმაღლესი განათლება სოციალური მუშაობის მიმართულებით);
ü არანაკლებ 45 კრედიტისგან შემდგარი სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა და არანაკლებ ბაკალავრის ან ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხის სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში ან იმავე სფეროში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა (იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ აქვს უმაღლესი განათლება სოციალური მუშაობის მიმართულებით ან ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი).
საკონკურსო განაცხადის არასწორად შევსების და/ან საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან/და არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი არ დაიშვება კონკურსის მომდევნო ეტაპზე
კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი (დიპლომი), სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.
უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი (ცნობა და ა.შ.) უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.
კანდიდატს, რომელსაც აქვს მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სავალდებულოა წარმოადგინოს ნამდვილობის დადასტურების (გათანაბრების) დოკუმენტი ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.
სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).
სოციალური მუშაკის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:
ü კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ü კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
ü კანდიდატის შეფასება (გასაუბრება).
საბუთების წარდგენა:
ü კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr1@mandaturi.gov.ge
ü დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
ü კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2024 წლის 12 აგვისტოდან 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით;
ü კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში (subject) მიუთითოს სახელი და გვარი (ქართული შრიფტით) და შესაბამისი მუნიციპალიტეტის/ქალაქის დასახელება (სადაც გამოცხადებულია ვაკანსია);
განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2
კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატებმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ü რეზიუმე;
ü 2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;
ü პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ü განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ü ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ü ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);
ü ცნობა ნასამართლობის შესახებ, რომელიც ასევე შეიცავს ინფორმაციას სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ (მოხსნილი/გაქარწყლებული ნასამართლობის მითითებით) და უფლებაჩამორთმევის შესახებ;
ü 27 წლამდე მამრობითი სქესის პირმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, ასლთან ერთად.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი