ახალი ამბები
მანდატურებმა გადამზადების დისტანციური კურსი გაიარეს
საგანმანათლებლი დაწესებულების მანდატურებმა გადამზადების სპეციალური დისტანციური კურსი გაიარეს. ელექტრონული სატრენინგო პორტალით, ამჯერად 425 მოქმედი მანდატური გადამზადდა.
მანდატურებმა ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები, კონფლიქტების მართვის, პრევენციისა და რეაგირების მექანიზმები, შშმ პირებთან კომუნიკაციის თავისებურებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განახლებული სასწავლო მოდულების მიხედვით შეისწავლეს.
კურსის დასრულების შემდგომ, მანდატურებმა შსს აკადემიაში ტესტირება წარმატებით გაიარეს.
გადამზადების დისტანციური კურსი, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და შსს აკადემიის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, 2019 წელს შეიქმნა. აღნიშნული სატრენინგო-სასწავლო პორტალის მეშვეობით, უკვე გადამზადდა ყველა მოქმედი მანდატური.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი