ახალი ამბები
ადამიანის უფლებების თემაზე, მანდატურის სამსახურმა ტრენინგების მორიგი ციკლი გამართა
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის აჭარის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონების და თბილისის 60 მანდატურს, ადამიანის უფლებების თემაზე, ონლაინ ტრენინგები ჩაუტარდათ.
ტრენინგებს ის მანდატურები და კოორდინატორები უძღვებოდნენ, რომლებიც, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ტრენერებად მომზადდნენ და მიღებულ ცოდნას ამჯერად საკუთარ კოლეგებს უზიარებენ.
ონლაინ ტრენინგის მონაწილეები ისეთ საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა: ადამიანის უფლებები და თანამედროვე გამოწვევები; ბავშვთა უფლებები; სტერეოტიპები და ცრურწმენები; სიძულვილის ენა, დისკრიმინაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები; ტოლერანტობა და მრავალფეროვნება, კიბერბულინგი და სიძულვილის ენა ონლაინ სივრცეში.
შემეცნებით-საგანმანათლებლო კურსს ადამიანის უფლებების თემაზე მანდატურის სამსახური სისტემატურად ატარებს. ტრენინგები მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი