საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

20.09.2021

მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრის ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა

მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრის ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის უფროსმა თეონა ჩიტიაშვილმა და ფსიქოლოგმა მარიამ დავითაშვილმა ნარკოტიკების და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრის - EMCDDA (The European Monitoring Centre for Drugs and Drug Addiction) ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.

ნივთიერებათა მოხმარების პრევენციის ევროპული კურიკულუმის ონლაინ კურსს ტრენერები - რაკელე დონინი და გრეგორ ბურხარტი უძღვებოდნენ.

ტრენინგზე ნივთიერებათა მოხმარების პრევენციის საერთაშორისო სტანდარტები, რეაგირების თანამედროვე მექანიზმები და არსებული პოლიტიკა განიხილეს. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა პრევენციის სხვადასხვა მიმართულებაზე, განსაკუთრებით - სკოლაზე დაფუძნებულ პრევენციაზე.

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი ბავშვთა მიმართ ძალადობისა და მათ შორის, ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საპოლოტე პროგრამას 2019 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მანდატურის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის პროექტთან (EU-ACT) - მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, მომზადდა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის მოდული; მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების მიერ გადამზადდნენ საპილოტე სკოლების პედაგოგები. 

მანდატურის სამსახურის მიერ შემუშავებული პროგრამა ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის მტკიცებულებითი მეთოდის (EU DAP UNPLUGGED PROGRAM) გამოყენებით ხორციელდება. აღნიშნული მეთოდი კოგნიტური სოციალური გავლენის მოდელს ეფუძნება და მას ამჟამად ევროკავშირის 15 ქვეყანა წარმატებით იყენებს.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge