ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები ძალადობის პრევენციის თემაზე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრებს მართავენ

ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების გამართვა დაიწყეს. ონლაინ შეხვედრები საქართველოს ყველა იმ საჯარო სკოლაში ტარდება, სადაც მანდატურის სამსახურია წარმოდგენილი.
მანდატურები მოსწავლეებს ძალადობის ფორმების, განსაკუთრებით - კიბერბულინგის არსის და მასთან გამკლავების გზების შესახებ ესაუბრებიან. ტრენინგ-მოდული მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიერ არის შემუშავებული.
აღნიშნული შეხვედრების მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების, მათ შორის, კიბერბულინგის პრევენცია.
ამ ეტაპზე, საინფორმაციო შეხვედრებში საჯარო სკოლების VII-IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ. სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 700-მდე შეხვედრა ჩატარდა.
ძალადობის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები მოსწავლეებთან აქტიურად გრძელდება.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი