საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

31.03.2011

მანდატურები თბილისის კერძო სკოლებში შევიდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესში“ ხოლო, მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ”ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში” მანდატურები წარადგინეს.

კერძო სკოლებში მანდატურების შესვლა თავად სკოლის დირექტორებმა მოითხოვეს. „მწიგნობართუხუცესისა“ და”ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის” პარალელურად, მანდატურები კიდევ შვიდ კერძო სკოლაში შევიდნენ: „მთიები“, „ნინო“, „ალბიონი“, „სადუნი“, „საერთაშორისო სახლი“, „ვაზიანი“, „ოაზისი“.

მანდატურები პოლიციის აკადემიაში უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში გადამზადდნენ. როგორც საჯარო სკოლებში ასევე, კერძო სკოლებში შესული მანდატურები სრულად ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც სკოლაში კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარებათ.

მანდატურთა ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge