ახალი ამბები
მანდატურის სამსახური სასკოლო სივრცეში სასწავლო პროცესის აღდგენისთვის სრულ მზადყოფნაშია
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში, კონკურსის წესით შერჩეული, 64 ახალი მანდატური დაემატა. ისინი თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან.
ახალმა მანდატურებმა შსს აკადემიაში მოსამზადებელი კურსი წარმატებით დაასრულეს. მათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი, პრევენციისა და რეაგირების მექანიზმები, მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები შეისწავლეს.
ამ ეტაპზე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, 607 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი.
სასკოლო სივრცეში პირისპირ სწავლების აღდგენის შემდეგ, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პარალელურად, მანდატურები მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ სკოლების ადმინისტრაციებს მოსწავლეთა და პედაგოგების ჯანმრთელობისთვის საჭირო რეკომენდაციების აღსრულებაში.
მუშაობას სრული დატვირთვით აგრძელებს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრიც, რომელიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსწავლეებისთვის უფასო და მაღალკვალიფიციური ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი