ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა სიმულაციურ სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა
ქალაქ თბილისის N200 საჯარო სკოლაში საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებისა და რეაგირების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი სწავლება ჩატარდა. სიმულაციური სწავლება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განახორციელა და მასში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებიც მონაწილეობდნენ.
პრაქტიკული ღონისძიებების დაწყებამდე, სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო ქცევების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. სწავლების ფარგლებში, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ურბანულ ხანძარზე მოქმედების დემონსტრირება და „დაშავებულების“ შენობიდან სხვადასხვა მეთოდით გამოყვანა მოხდა.
სიმულაციური სწავლება აღნიშნულ სკოლაში კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს გაიმართა. მსგავსი, ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები საჯარო სკოლებში მომავალშიც სისტემატურად ჩატარდება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი