ახალი ამბები
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო, ასევე, პროფილურ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიერ ბოლო 6 თვეში განხორციელებული საქმიანობა და მიმდინარე პროექტები შეაფასეს, მათ შორის, საგანმანათლებლო სივრცეში აღდგენითი პროცესების დანერგვისა და სოციალური მუშაობის კომპონენტის გაძლიერების მიმართულებით. ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ძალადობისა და ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საპილოტე პროგრამის პირველადი შედეგებიც გააცნეს, რომლის მიზანი სასკოლო კლიმატის გაუმჯობესება და მოსწავლეებში სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაა.
ონლაინ შეხვედრას მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი თეონა ჩიტიაშვილი, ცენტრის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ესწრებოდნენ, მათ შორის: გაეროს ბავშვთა ფონდი; ევროპის საბჭო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი; კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის; მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის (MAC Georgia); სოციალურ მუშაკთა ასოციაცია; ა(ა)იპ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“; საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი; ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველო“ და სხვა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, მსგავსი შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორთან სისტემატურად იმართება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი