საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

18.10.2021

befriend.mes.gov.ge - მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ახალი ონლაინ პლატფორმა

befriend.mes.gov.ge - მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ახალი ონლაინ პლატფორმა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ახალი ვებ-გვერდი - befriend.mes.gov.ge, რომელიც აქამდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, სრული დატვირთვით ამოქმედდა.

ყოველ სამუშაო დღეს, 09.00 საათიდან 18.00 საათამდე, ინტერნეტპორტალის  საკონსულტაციო ჩატის მეშვეობით, სკოლის მოსწავლეებს და მათთან დაკავშირებულ სუბიექტებს, სრული კონფიდენციალურობის დაცვით და უფასოდ, შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური ფსიქოლოგიური კონსულტაცია.

ონლაინ კონსულტირებას ცენტრის მიერ დამტკიცებული პროტოკოლი არეგულირებს.

ერთჯერადი კონსულტაციის გაწევის შემდეგ, ფსიქოლოგი, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმღებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სხვა სერვისებსაც შესთავაზებს, რომლებიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსწავლეების და მათთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის სრულფასოვან, მაღალკვალიფიციურ ფსიქოსოციალურ მომსახურებას უზრუნველყოფს.

ახალი ინტერნეტპორტალის პარალელურად, 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის  ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88.

ვებ-გვერდი befriend.mes.gov.ge მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საზოგადოების, განსაკუთრებით - მოზარდების ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge