საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

29.10.2021

მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, ევროპის საბჭოს ორგანიზებით, ტრენერთა ტრენინგის კურსს გადიან

მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, ევროპის საბჭოს ორგანიზებით, ტრენერთა ტრენინგის კურსს გადიან

 

 

 

 

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ადამიანის უფლებების თემაზე, ტრენერთა ტრენინგის მორიგი ციკლი დაიწყო. ტრენერად ამჯერად მანდატურის სამსახურის კიდევ 13 თანამშრომელი მომზადდება. ისინი დეტალურად შეისწავლიან ისეთ საკითხებს, როგორიცა: სიძულვილის ენა, დისკრიმინაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები; სტერეოტიპები და ცრურწმენები; შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა უფლებები და სხვა.

ტრენინგის მიმდინარეობისას, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ ევროპის საბჭოს მჭიდრო და ნაყოფიერი თანაშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც გელა გელაძემ აღნიშნა, „ევროპის საბჭოსა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლობით შექმნილი სასწავლო პროგრამა გადამზადებულ ტრენერებს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართონ ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესი კოლეგებთან, მოსწავლეებთან და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ ყველა რგოლთან, უზრუნველყონ საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების წარმატებით დაგეგმვა და განხორციელება“. 

 

სასწავლო პროგრამა, ადამიანის უფლებების თემაზე, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისთვის 2019 წლის ბოლოს შეიქმნა. აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, ტრენერად უკვე მომზადდა მანდატურის სამსახურის 39 თანამშრომელი - მანდატური, ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი. სხვადასხვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო ტიპის შეხვედრებთან ერთად, მანდატურის სამსახურის ტრენერებმა 240-ზე მეტი მოქმედი მანდატური გადაამზადეს.

 

 

 

 

   

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge