ახალი ამბები
09.11.2021
მანდატურის სამსახური თანასწორობის კვირეულს მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს საჯარო სკოლებში თანასწორობის კვირეულის აღნიშვნა დაიწყო.
კვირეულის ფარგლებში, მრავალფეროვანი შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება. მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან თანასწორობისა და ტოლერანტობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ. კვირეულის ბოლოს, მოსწავლეთა ნახატებისა და პოსტერების გამოფენა მოეწყობა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აქტიურადაა ჩართული ტოლერანტობის, თანასწორობისა და არადისკრიმინაციული მიდგომების შესახებ კამპანიებსა და პროექტებში, რათა ხელი შეუწყოს მოზარდებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი