ახალი ამბები
ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურმა სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები და ღონისძიებები გამართა.
დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორები და მანდატურები სკოლის მოსწავლეებს ადამიანის უფლებების შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრებზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ბულინგი, სიძულვილის ენა, დისკრიმინაცია და სტერეოტიპები.
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკების ორგანიზებით, მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთისა და ამბროლაურის საჯარო სკოლებში. მოსწავლეები ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ისტორიას გაეცნენ; მოეწყო ფილმის ჩვენება-განხილვა ადამიანის უფლებების თემაზე; ჩატარდა საკლასო აქტივობების ციკლი: ,,ჩემი, შენი, ჩვენი მეგობრობა’’, ,,ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი;“ დაიწყო ესეების კონკურსი: "მე ვირჩევ თანასწორობას და მრავალფეროვნებას", "მე რომ მშვიდობის ელჩი ვიყო".
ჩატარებული ღონისძიებების დახმარებით, მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ, გაანალიზეს სტერეოტიპული მიდგომებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებების უარყოფითი შედეგები, გაუძლიერდათ თანაგრძნობის უნარები განსხვავებული ადამიანების მიმართ და უკეთ შეძლეს თანასწორობის, როგორც ღირებულების დაცვისა და ქცევებში ასახვის მნიშვნელობის გააზრება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი