ახალი ამბები
თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეთა ნახატებისა და პოსტერების გამოფენა მოეწყო
თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინიციატივით, თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ნახატებისა და პოსტერების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, ევროპის საბჭოს წარმომადგენლები და სკოლის ადმინისტრაცია დაესწრო. გელა გელაძემ მოსწავლეებს თანასწორობის კვირეულში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრაზე მანდატურის სამსახურის უფროსმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ტოლერანტობის, შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობას მოზარდებს შორის, რაც მათი განვითარების და სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბების წინაპირობაა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, უკვე მესამე წელია, მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან და აქტიურად არის ჩართული თანასწორობის კვირეულის აღნიშვნაში. მიმდინარე კვირეულის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა, ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა სკოლის მოსწავლეებთან 50-ზე მეტი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება გამართეს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი