ახალი ამბები
22.11.2021
ყველა თანასწორობისთვის - საჯარო სკოლებში, ტოლერანტობის თემაზე, შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები გრძელდება
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინიციატივით, თანასწორობისა და ტოლერანტობის თემაზე, საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები, ასევე, ნახატებისა და პოსტერების გამოფენა გრძელდება.
თანასწორობის კვირეულს ამჯერად თბილისის 71-ე საჯარო სკოლამ უმასპინძლა. გამოფენაზე თავიანთი ნამუშევრები მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს.
ღონისძიებას საგანამნათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე სოფიო აბულაშვილი, დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ეკატერინე მარხვაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სახელით, თანასწორობის კვირეულის აქტიურ მონაწილეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი