საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

14.12.2021

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები გენდერული თანასწორობის საკითხზე ტრენერებად მომზადდნენ

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები გენდერული თანასწორობის საკითხზე ტრენერებად მომზადდნენ

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით, საგანმანათლებლო დაწესებულების 14 მანდატური გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენერად გადამზადდა. მიღებულ ცოდნას ისინი სამომავალოდ სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ სხვა პირებს გაუზიარებენ.

ტრენერთა ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს სასკოლო საზოგადოებაში საკანონმდებლო ბაზის აღსრულებასა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებას; ასევე, ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენასა და მაზე მყისიერ რეაგირებას.

ტრენერთა ტრენინგი პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge