საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

18.01.2022

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა გენდერული ძალადობის შესახებ ტრენინგი გაიარეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა გენდერული ძალადობის შესახებ ტრენინგი გაიარეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტთან „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებენ.

ამჯერად, გენდერული თანასწორობის საკითხებზე ტრენერად მომზადებული 11 მანდატური ქალთა მიმართ და გენდერული ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ შეხვედრაში ჩაერთო. ტრენინგები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ (WIC) და „საქართველოს გოგონა სკაუტთა ასოციაცია დია“-მ ჩაატარეს.   

ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრაზე გამოყენებული იყო ინოვაციური ტრენინგ მოდულები, როგორიცაა: სიმულაციური თამაში - „იყო მის ადგილას“, რომელიც ძალადობაგამოვლილი ქალების რეალურ გამოცდილებას ეყრდნობა და კურიკულუმი „ხმები ძალადობის წინააღმდეგ,“ რაც  გენდერული უთანასწორობის, სტერეოტიპების, ძალადობის და მსგავსი საკითხების გარშემო მსჯელობას ითვალისწინებს.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებენ.  

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge