ახალი ამბები
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა ონლაინ ტრენინგი გაიარეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის 8 სოციალურმა მუშაკმა, შფოთვისა და სხვა ემოციური სირთულეების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერის საკითხზე, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი გაიარა. ონლაინ ტრენინგს ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ (MAC) უძღვებოდა.
ტრენინგის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ემოციის სახეები, მახასიათებლები და ფუნქციები; ემოციების რეგულაციების განვითარება; განვითარების სხვადასხვა ეტაპისთვის დამახასიათებელი შიშები; განსხვავება ადაპტურ და არაადაპტურ შფოთვას შორის; შფოთვისა და ემოციური სირთულეების განვითარების რისკ-ფაქტორები; მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომა შფოთვისა და სხვა ემოციური სირთულეების მქონე მოსწავლეების მხარდასაჭერად; კოგნიტური მოდელი: ურთიერთკავშირი ემოციებს, აზრებსა და ქცევას შორის; მცდარი წარმოდგენები და მათი ამოცნობის გზები; ეფექტური სასწავლო სტრატეგიები და აკომოდაციები ემოციური სირთულეების მქონე მოსწავლეებისთვის.
ტრენინგების ციკლი მომავალშიც გაგრძელდება და მას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ყველა სოციალური მუშაკი გაივლის.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი