ახალი ამბები
მანდატურობის კანდიდატებისთვის მოსამზადებელი კურსი დაიწყო
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობის მსურველი 73 კანდიდატი, რომელიც საჯარო კონკურსის წესით შეირჩა, მოსამზადებელ კურსს შსს აკადემიაში გაივლის.
მანდატურობის კანდიდატები, სასწავლო კურსის განმავლობაში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. მათთვის სპეციალურად შექმნილი სასწავლო მოდულის მიხედვით, ისინი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს, კონფლიქტების პრევენციასა და მართვას, ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიურ ასპექტებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეისწავლიან. მოსამზადებელი კურსი ჰიბრიდული მოდელით წარიმართება. კანდიდატები თეორიულ ნაწილს ონლაინ საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, ხოლო ფიზიკურ მომზადებას - პირისპირ სწავლების გზით გაივლიან.
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ახალი მანდატურები თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი