საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

16.04.2011

სკოლები ყოველთვიურად სისუფთავის აქციებს მოაწყობენ

საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივით, საჯარო სკოლებში ყოველთვიურად სკოლებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქციები მოეწყობა. მასში მონაწილეობას სკოლის მანდატურები, მოსწავლეები, პედაგოგები და კურსდამთავრებულები (მათ შორის ცნობილი) მიიღებენ.

16 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №52-ე საჯარო სკოლას ეწვია და როგორც ამ სკოლის კურსდამთავრებულმა თავად მიიღო მონაწილეობა სკოლის დასუფთავებასა და ხეების დარგავაში.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ყოველთვიურად მსგავსი აქციის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეები, პედაგოგები და მანდატურები სკოლის სისუფთავეზე, გამწვანებასა და ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე ერთად იზრუნებენ.

№52-ე საჯარო სკოლის პარალელურად, დასუფთავების აქცია ერთროულად ყველა, მათ შორის თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში მოეწყო. მოსწავლეების, მასწავლებლების, მანდატურების, წარმატებული კურსდამთავრებულებისა და ცნობილი ადამიანების მხრიდან მსგავსი აქციები ყოველთვიურად გაიმართება.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge