ახალი ამბები
ფსიქოსოციალური მხარდაჭერა უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ფსიქოსოციალურ საკონსულტაციო უსასყიდლო მომსახურებას სთავაზობს საქართველოში უკრაინიდან ჩამოსულ სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი წარმოდგენილია, მთელი საქართველოს მასშტაბით, 10 ლოკაციაზე (თბილისი - 2; თელავი; რუსთავი; გორი; ქუთაისი; ბათუმი; ახალციხე; ფოთი; ზუგდიდი).
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მიზანია დროული და დაუყოვნებელი ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების მიმღებთათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 08 00 00 00 88.
ცენტრი მოხალისეობის პროცესში ჩართულ ან მოხალისეობის მსურველ პირებს (განურჩევლად პროფესიისა), სთავაზობს მოკლევადიან ტრენინგს. ტრენინგი მოიცავს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, საჭიროებების იდენტიფიცირებას და დახმარების პროცესის მიზნობრივ ორგანიზებას.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი