ახალი ამბები
21.03.2022
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სკოლებში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გამართა
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა თბილისისა და რეგიონების სკოლებში შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩაატარეს.
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები და პრეზენტაციები, ჩატარდა მოსწავლეთა ასაკობრივ განვითარებაზე მორგებული ხატვითი აქტივობები, მოეწყო ვიდეორგოლების განხილვები.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას ყოველწლიურად, სხვადასხვა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებით უერთდება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
-
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი