საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

24.03.2022

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა განათლებაში გენდერული მეინსტრიმინგის თემაზე ტრენინგი გაიარეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა განათლებაში გენდერული მეინსტრიმინგის თემაზე ტრენინგი გაიარეს

  

საგანმანათლებლო დაწესებულების 150 მანდატურმა განათლებაში გენდერული მეინსტრიმინგის თემაზე ტრენინგი გაიარა. ტრენინგს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მომზადებული მანდატურის სამსახურის ტრენერები უძღვებოდნენ.

ტრენინგზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა; სტერეოტიპები და გენდერული დისკრიმინაცია;  CEDAW კონვენცია და საგანმანათლებლო სისტემა; უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სკოლაში და პრევენციული ღონისძიებები.

ტრენინგების ციკლი თბილისში, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გაიმართა.

  

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და  გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების 14 მანდატური გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენერად მომზადდა. მანდატურის სამსახურის ტრენერები თავიანთ კოლეგებთან გენდერული თანასწორობის თემაზე ცნობიერების ასამაღლებელ შეხვედრებსა და ტრენინგებს სისტემატურად ატარებენ. 

ტრენინგები პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge