ახალი ამბები
აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებები გამართეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკების ორგანიზებით, თბილისის 29-ე საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სოციალურმა მუშაკებმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს აუტიზმის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ანიმაციური რგოლის ჩვენება, რომელიც ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებმა ბავშვებთან ერთად, დისკუსიის რეჟიმში განიხილეს. გარდა ამისა, მოსწავლეები გაეცნენ აუტიზმის სპექტრის მქონე, მსოფლიოში წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიებს; გაიმართა აუტიზმის თემაზე შესრულებული ნახატების გამოფენა.
გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით, 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წელს დაწესდა. ამ თარიღის აღნიშვნის მიზანია აუტიზმთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და რეალიზაციის მხარდაჭერა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს ყოველწლიურად, სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი