ახალი ამბები
გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ტრენინგი გაიარეს
გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის - „ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” მხარდაჭერით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის შექმნილი ტრენინგ-პროგრამით, გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის თემებზე, მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს 32 უფროსი კოორდინატორი და კოორდინატორი გადამზადდა.
ტრენინგ-პროგრამა - „გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“ უკვე გაიარა საგანმანათლებლო დაწესებულების 150 მანდატურმა, ხოლო 14 მანდატური გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენერად მომზადდა. მიმდინარე წლის ბოლომდე, ტრენინგებს საგანმანათლებლო დაწესებულების კიდევ 500-მდე მანდატური გაივლის.
ტრენინგები პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი