ახალი ამბები
15 აპრილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღეა
15 აპრილს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს დაარსებიდან 12 წელი შეუსრულდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ მანდატურებს, ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებსა და სამსახურის სხვა თანამშრომლებს, რომლებიც, წლის განმავლობაში, წარმატებული საქმიანობითა და მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ, მადლობის სიგელები გადასცა.
„ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ, ყველამ ერთად, ბევრი საჭირო რეფორმა წარმატებით განვახორციელეთ და მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს სკოლებში ბავშვებისა და მოზარდების უსაფრთხოებისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიმართულებით.
ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას, სიახლეების და წარმატებული დასავლური მიდგომების დანერგვას, რათა ხელი შევუწყოთ უსაფრთხო, ზრუნვაზე ორიენტირებული, მეგობრული და თანასწორი სასკოლო გარემოს განმტკიცებას“, - აღნიშნა მანდატურის სამსახურის უფროსმა.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი