ახალი ამბები
მანდატურებმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თოთხმეტმა თანამშრომელმა გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის თემებზე ტრენინგი გაიარა.
ტრენინგზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ქალთა უფლებები; გენდერული იდენტობა და სტერეოტიპები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა; ფემიციდი, კანონმდებლობა და დახმარების მექანიზმები; ბავშვზე ოჯახში ძალადობის ამოცნობა - ემოციური და ქცევითი სასიგნალო ფაქტორები; სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან დაკავშირებული საყურადღებო ფიზიკური და ქცევითი სიგნალები; გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია; ბავშვის ფსიქოსექსუალური განვითარების თავისებურებები.
ტრენინგი ჩატარდა პროგრამის “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი