ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსმა ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ ევროპის საბჭოს ახალი პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ პირველი მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სხდომაზე პროექტის სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს და უწყებებთან კონკრეტული თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
როგორც მანდატურის სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე აღნიშნა, ევროპის საბჭოს ახალი პროექტის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისთვის ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის შესახებ ტრენინგები აქტიურად გაგრძელდება, რათა მათ მიღებული ცოდნა ყოველდღიურ საქმიანობაში წარმატებით გამოიყენონ.
„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ თანასწორობისა და არადისკრიმინაციული მიდგომების შესახებ კამპანიებისა და პროექტების განხორციელებას და ამით ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მოზარდებში შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებაში“, - აღნიშნა მანდატურის სამსახურის უფროსმა. გელა გელაძემ ევროპის საბჭოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური 2019-2021 წლებში აქტიურად თანამშრომლობდა ევროპის საბჭოსთან პროექტის “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში. ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ სპეციალურად მანდატურის სამსახურისთვის შექმნილი ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამით, მანდატურის სამსახურის 39-მა თანამშრომელმა მრავალეტაპიანი ტრენერთა ტრენინგი გაიარა, ხოლო 300-მდე მანდატური ანტიდისკრიმინაციული მიდგომების, თანასწორობისა და მრავალფეროვნების თემაზე გადამზადდა.
2019 წლიდან მანდატურის სამსახური ასევე აქტიურად არის ჩართული კამპანიაში „მე ვირჩევ თანასწორობას“, რომლის ფარგლებშიც სკოლებში არაერთი საინფორმაციო-შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი