საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

24.04.2011

მანდატურები და კომპანია „ბერტა“ ინკლუზიურ სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ

ქუთაისის სკოლის მანდატურებმა და კომპანია„ბერტამ“ სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების ბავშვები მოინახულეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ბავშვებმა თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერებინეს, საკუთარი შესაძლებლობები კი სიმღერითა და ლექსებით წარმოაჩინეს.

მანდატურების განცხადებით მათი მიზანია იზრუნონ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე.

სკოლის მანდატურები და კომპანია „ბერტა“ სამტრედიის№15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების ბავშვებს მომავალშიც კიდევ არაერთ სიურპრიზს ჰპირდებიან.

სამტრედის №15 სკოლა-პანსიონში 11-დან 16 წლამდე ასაკის 25 ვაჟი ცხოვრობს. სკოლა-პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის. პანსიონში ფუნქციონირებს სკოლა 4-9 კლასის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში იხსნება დაწყებითი 1-3 კლასები.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის,გორის, ფოთის და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ.

მანდატურების განცხადებით მათი მიზანია იზრუნონ სკოლის,მოსწავლეების, მასწავლბლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხობაზე. დაგეგმილია მანდატურთა შესვლა პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებსა და კერძო სკოლებშიც.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge