საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

01.06.2022

მანდატურის სამსახურმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღნიშნა

მანდატურის სამსახურმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღნიშნა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე თბილისის 50-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მანდატურის სამსახურის უფროსმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და ბედნიერი, ნათელი და წარმატებული მომავალი უსურვა.

ღონისძიებას ევროპის საბჭოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ბოლო წლების განმავლობაში, მჭიდროდ თანამშრომლობს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდა თბილისისა და რეგიონების სხვა საჯარო სკოლებშიც.  

კვირეულის ფარგლებში, მანდატურებმა და ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა მოსწავლეებთან ბავშვთა უფლებების, ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის, ჯანსაღი ცხოვრების წესის და  ტოლერანტობის თემებზე შეხვედრები გამართეს, ჩატარდა ესეების კონკურსი, მოეწყო ნახატებისა და პოსტერების გამოფენა. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge