საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

15.06.2022

საქველმოქმედო აქცია და სტუმრობა დღის ცენტრის ბენეფიციარებთან - სოციალური მუშაკის ორგანიზებით, სასწავლო წლის დასრულება მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

საქველმოქმედო აქცია და სტუმრობა დღის ცენტრის ბენეფიციარებთან - სოციალური მუშაკის ორგანიზებით, სასწავლო წლის დასრულება მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკების ორგანიზებით, ფოთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.

პრეზენტაციაზე, რომელსაც მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ, სოციალური მუშაკის მიერ სკოლაში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს:

მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში, განხორციელდა ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამა უფროსკლასელთათვის; გაიმართა შეხვედრები  მოსწავლეებთან ბულინგის, ემპათიის, კიბერადიქციის, ემოციების გადმოცემისა და ფასეულობების ჩამოყალიბების თემებზე; ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის?“ და სპორტული შეჯიბრებები; მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის, დედაენის, ბავშვთა დაცვის, შშმ პირთა უფლებების დაცვის და სპორტის საერთაშორისო დღეები; შედგა პროაქტიული წრე მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობების თემაზე; მოეწყო შეხვედრები მშობლებთან პოზიტიური დისციპლინისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.   

პრეზენტაციის დასასრულს, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ორცხობილების კონკურსში. გაიმართა სიმბოლური გამოფენა-გაყიდვა. საქველმოქმედო აქციაზე შემოსული თანხით მოზარდებმა დღის ცენტრის ბენეფიციარი შშმ ბავშვებისთვის საჩუქრები შეიძინეს და თანატოლებს ესტუმრნენ.    

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge