ახალი ამბები
16.06.2022
მანდატურის სამსახურის უფროსსა და NASRO-ს აღმასრულებელ დირექტორს შორის ონლაინ შეხვედრა შედგა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს, გელა გელაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების სკოლის ოფიცერთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) აღმასრულებელ დირექტორს, მო კენედის შორის ონლაინ შეხვედრა შედგა.
საუბარი ორი ქვეყნის პარტნიორ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხებოდა. გელა გელაძემ და მო კენედიმ უსაფრთხო სკოლის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს, კრიზისების მართვასა და პრევენციაზე, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აშშ-ის სკოლის ოფიცერთა ეროვნულ ასოციაციასთან მჭიდროდ თანამშრომლობს, სისტემატურად ხდება გამოცდილების გაზიარება და სასკოლო ინტერვენციის წარმატებული მოდელების განხილვა.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი