ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამით ტრენინგი გაიარეს
აჭარის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებისა და თბილისის 550 მოქმედი მანდატური ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ სპეციალურად საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის შექმნილი ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამით გადამზადდა. გადამზადების კურსი ბავშვის უფლებებს, ანტიდისკრიმინაციულ მიდგომებსა და სიძულვილის ენას შეეხებოდა. ონლაინ ტრენინგს ევროპის საბჭოს მიერ ტრენერად გადამზადებული მანდატურები უძღვებოდნენ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური 2019-2021 წლებში აქტიურად თანამშრომლობდა ევროპის საბჭოსთან, პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში. ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამით, მანდატურის სამსახურის 39-მა თანამშრომელმა მრავალეტაპიანი ტრენერთა ტრენინგი გაიარა, ხოლო 900-მდე მოქმედი მანდატური ანტიდისკრიმინაციული მიდგომების, თანასწორობისა და მრავალფეროვნების თემებზე გადამზადდა.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი