ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში სოციალური მუშაკების საქმიანობის შედეგებს გაეცნო
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების საჯარო სკოლებში სოციალური მუშაკების საქმიანობის შედეგებს გაეცნო.
შეხვედრაზე 2021-2022 სასწავლო წელს სოციალური მუშაკების მიერ განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამეს და მომდევნო სასწავლო წლის სამუშაო გეგმა დასახეს. პრეზენტაციას რესურსცენტრების ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორებიც ესწრებოდნენ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, სოციალური მუშაობის კომპონენტით, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში ახალციხის, თელავისა და გურჯაანის უკვე რამდენიმე საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი. ამ სკოლებში, 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკების მიერ დაიგეგმა და განხორციელდა მრავალფეროვანი ღონისძიებები, მათ შორის:
ჩატარდა გაცნობითი შეხვედრები სკოლის ადმინისტრაციასთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან სოციალური მუშაკის როლისა და ფუნქციების შესახებ;
ფოკუსჯგუფების მეშვეობით, რომელშიც მოსწავლეები, მშობლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შედიოდნენ, გამოიკვეთა სკოლის საჭიროებები;
ჩატარდა ჯგუფური საკლასო და სპორტული აქტივობები მეგობრული გარემოს ფორმირების მიზნით;
გაიმართა შეხვედრები მშობლებთან აღზრდის სტილისა და პოზიტიური მშობლობის, მოზარდობის ასაკის, დასჯა-წახალისების მეთოდების, მოსწავლეებში ეკრანდამოკიდებულების და ნივთიერებათა ავადმოხმარების, ასევე, გაცდენების პრევენციის საკითხებზე;
ჩატარდა ტრენინგები და შეხვედრები პედაგოგებთან ქცევითი და ემოციური სირთულეების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის, სწორი კომუნიკაციის, დესტრუქციული ქცევის ამოცნობის, ბულინგის პრევენციის, სსსმ და შშმ მოსწავლეებთან მუშაობის და სხვა საკითხების შესახებ. მასწავლებლები ასევე გაეცნენ LSCI - კრიზისული ინტერვენცია ცხოვრებისეულ კონტექსტში მეთოდს, კრიზისული სიტუაციების მართვის პროტოკოლს და აღდგენით ურთიერთობებს.
მოწყვლადობის ინსტრუმენტით გამოვლენილი მოსწავლეებთან, სარისკო ქცევის პრევენციის მიზნით, ასევე, ცალკეული საჭიროებიდან გამომდინარე, განხორციელდა ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები;
სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა საერთაშორისო დღეები, მათ შორის: განათლების საერთაშორისო დღე, სოციალური სამართლიანობის დღე, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე, დაუნის სინდრომის დღე, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკები აგრძელებენ აქტიურ მუშაობას სკოლებში გამოკვეთილ საჭიროებებზე და მომავალი სასწავლო წლისთვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი