საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

30.06.2022

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო, პროფილურ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბოლო 6 თვეში განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მიმდინარე პროექტები გააცნო.

სამუშაო შეხვედრაზე საგანმანათლებლო სივრცეში აღდგენითი პროცესების დანერგვის, სასკოლო კლიმატის გაუმჯობესებისა და სოციალური მუშაობის კომპონენტის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები შეაფასეს, მათ შორის, სასკოლო მედიაციის პილოტირების პირველადი შედეგი, ასევე, ძალადობისა და ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საპილოტე პროგრამის შედეგები.

ონლაინ შეხვედრას მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი თეონა ჩიტიაშვილი, ცენტრის სოციალური მუშაობის მენეჯერი ნათია მაჭარაშვილი, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, მსგავსი შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორთან  სისტემატურად იმართება.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge